დაჯგუფება ჰამასმა შეერთებული შტატების ბრალდება უარყო, რომლის მიხედვითაც დაჯგუფების წარმომადგენლებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა გაძარცვეს
დაჯგუფება ჰამასმა შეერთებული შტატების ბრალდება უარყო, რომლის მიხედვითაც დაჯგუფების წარმომადგენლებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა გაძარცვეს. „შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ბრალდებები ყალბია, არ გააჩნია საველე მტკიცებულებები და წარმოადგენს სისტემატური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს“, – აცხადებს ჰამასის“ მიერ მართული ღაზის მთავრობის მედია. დაჯგუფებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დრონით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძარცვავენ, სავარაუდოდ, „ჰამასის“ წევრები სატვირთო ავტომობილს.
