თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს
თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს, – ასე ირანის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაფრთხილებას უპასუხა, რომელმაც თეირანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ შტატების მიერ დაბომბილი ობიექტების ხელახლა ამუშავებას შეეცდება, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ახალ თავდასხმებს განახორციელებს. განცხადება ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ვიზიტის დროს, ბირთვული ინდუსტრიის უფროს მენეჯერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
