რუსეთი პოკროვსკის დაკავების შესახებ იუწყება
რუსეთი პოკროვსკის დაკავების შესახებ იუწყება. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, ქალაქი ალყაშია მოქცეული, უკრაინელი სამხედროები კი ტყვედ ბარდებიან. მოსკოვის მიერ გავრცელებულ ცნობას კიევი უარყოფს. შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი სისტემატიურად აცხადებს პოკროვსკის დაკავების შესახებ, თუმცა მათ ამ დროისთვის მხოლოდ 7 კილომეტრით წინ წაწევა შეძლეს.
