ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ორლანდო მეჯიქმა“ სადაც გოგა ბითაძე თამაშობს „ვაშინგტონ უიზარდსი“ 31-ქულიანი სხვაობით 125-94 დაამარცხა
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა. ბითაძემ არასრული 20 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება იყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
