დონალდ ტრამპი ნიგერიას კიდევ ერთხელ აფრთხილებს
დონალდ ტრამპი ნიგერიას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს, თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას დაუშვებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შტატების პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ შესაბამისი დავალება ომის დეპარტამენტს უკვე მისცა.
