სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნა - ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა
ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობა სამთავრობო პროგრამაზე საბოლოოდ შეთანხმდა. საზოგადოებას მას ორშაბათს წარუდგენენ. ინფორმაცია მედიას მთავრობაში შემავალი პარტიების -ANO-ს, SPD-სა და Motorists-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ ANO-ს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კარელ ჰავლიჩეკმა გაუზიარა. ადგილობრივ მედიაში უკვე გავრცელდა პროგრამის გარკვეული პუნქტები. კერძოდ, ახალი მთავრობა, მოსახლეობას გადასახადების ნულოვან ზრდას, კორპორაციული გადასახადების შემცირებას, სოციალური შეღავათების გაფართოებას, ფისკალურ სტაბილურობას და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ჰპირდება.
