საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნიცას“ დრამატულ ბრძოლაში 1-0 აჯობა
გამარჯვების მომტან გოლში ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა. ქართველმა ფეხბურთელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მეოთხე წუთზე გონსალო რამოშს შესანიშნავი პასი გაუკეთა და მანაც თავით გაიტანა.
