ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის პირველობის რეკორდი დაამყარა
88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა, ატაცში 154 კილოგრამი დაძლია, აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 191 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში 345 კილოგრამი დააგროვა რითაც ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
