საარჩევნო სკანდალი გერმანიაში
საარჩევნო სკანდალი გერმანიაში ახალ მასშტაბებს იძენს. პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურისას დაფიქსირებული დარღვევების გამო დამარცხდა. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და პროკურატურისგან გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ
