შეხვედრა პრემიერთან
პრემიერ-მინისტრი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მათთან ერთად განიხილა ქვეყნის განვითარების ახალი ათწლიანი სტრატეგია, რომლის პროცესშიც მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა, პრემიერის თქმით მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელების მნიშვნელობას და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლისკენ მოუწოდა
