ფრენბურთში ვაჟებს შორის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა
ფრენბურთში ვაჟებს შორის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ ეტაპზე "ქუთაისმა" "თბილისი" დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდ “თბილისს” 2 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი 3-2 ანგარიშით დასრულდა. ტურნირში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შვიდი გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატში მონაწილე საუკეთესო მოთამაშეებით კი საქართველოს 18 წლამდე ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მომავალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებზე იასპარეზებს
