კარიბის ზღვის ქვეყნებში ქარიშხალ „მელისას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა
კარიბის ზღვის ქვეყნებში ქარიშხალ „მელისას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, „მელისა“ ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც კარიბის ზღვის ქვეყნებს დაატყდა თავს. სტიქიამ გამანადგურებელი ზარალი მიაყენა იამაიკას, კუბასა და ჰაიტის. მიყენებული ზარალი 50 მილიარდ დოლარს აღემატება
