ჯოზეფ ბაიდენმა ბრძანება გასცა, 2024 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტები არჩევნებამდე არ გადაერჩინათ
ჯოზეფ ბაიდენმა ბრძანება გასცა, 2024 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტები არჩევნებამდე არ გადაერჩინათ. ამის შესახებ ილონ მასკმა ჯო როგანის პოტკასტში სტუმრობისას განაცხადა. „როგორც მითხრეს, თეთრი სახლიდან მოდიოდა ინსტრუქცია, მათი გადარჩენაზე არჩევნებამდე არავის უნდა ეფიქრა. ასეთი გადაწყვეტილებებისთვის უნდა ისჯებოდნენ,“-აღნიშნა მასკმა. ასტრონავტები სუნი უილიამსი და ბუჩ უილმორი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთი კვირით უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა კოსმოსურ ხომალდზე აღმოჩენილი დაზიანებების გამო მისია 286 დღეს გაგრძელდა
