დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებს, რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ
დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებს, რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ. ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სამუშაო დაიკავოს. თუ დასაქმებული 2 პოზიციაზე იმუშავებს, მას ორივე თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში დასაქმება აეკრძალება და ასევე, ვალდებული იქნება, მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს. არსებობს გარკვეული გამონაკლისებიც, რომელთა შემთხვევაში, 1-წლიანი თანხმობის საფუძველზე, ადამიანმა ორ ან მეტ საჯარო დაწესებულებაში შეიძლება, იმუშაოს.
