თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მოქალაქეს დაჰპირდა 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, სწორედ ამ დროს დააკავეს ბრალდებული. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, გამოძიება კი დანაშაულში სხვა თანამონაწილეების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით გრძელდება
