ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს
ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს. რეზოლუციებში, საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს, მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პლატფორმა ევროპარლამენტმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟისა და საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იარაღად გადააქცია. პირველი კანონმდებელი ევროპარლამენტს მოუწოდებს, პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. პოლიტიკურად მიკერძოებული ევროპარლამენტარების დამოკიდებულებას მტრულს უწოდებენ მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციაში, რეზოლუციებს კი სიყალბეს
