სპორტის მინისტრი ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და რიგაში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრი ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და რიგაში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შეჯიბრებაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოსვლა სამი მედლით დაასრულეს. 19-წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა, 14-წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 12-წლამდელებში ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
