„ტორონტო რეპტორსმა“, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს NBA-ში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა
„ტორონტო რეპტორსმა“, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს NBA-ში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. ქართველის გუნდმა „კლივლენდ კავალიერსი“ 11 ქულიანი სხვაობით 112-101 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არასრული 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ტორონტოს 4 მარცხის საპირისპიროდ 2 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციას იკავებს. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ
