ევროლიგის მერვე ტურში „ბარსელონამ“ ბელგრადის „პარტიზანი“ 78-76 დაამარცხა
ევროლიგის მერვე ტურში „ბარსელონამ“ ბელგრადის „პარტიზანი“ 78-76 დაამარცხა. ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა კალათბურთელმა 30 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. მან 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტნის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 42 შეადგინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ბარსელონა“ ევროლიგაში 5 მოგებით და 3 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ შეხვდება
