სერბეთში კი ნოვი-სადის ტრაგედიის წლისთავი აღნიშნეს
სერბეთში კი ნოვი-სადის ტრაგედიის წლისთავი აღნიშნეს. ანტისამთავრობო აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს ტრაქტორისტები და ბაიკერები შეუერთდნენ, რომლებმაც ე.წ. სოლიდარობის კოლონა მოაწყვეს. ნოვი-სადში ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურზე სახურავი გასული წლის ნოემბერში ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგიკულ ინციდენტს სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
