დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ განაახლებს
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ განაახლებს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, კანადის პრემიერი მარკ კარნი ძალიან მოსწონს, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს უკვე მოუხადა ბოდიში ონტარიოში ოქტომბერში გავრცელებული პოლიტიკური რეკლამის გამო, რომელშიც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საარქივო კადრები იყო გამოყენებული. რეკლამაში რეიგანი ტარიფების პოლიტიკას აკრიტიკებს
