უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ პოკროვსკში, რომლის ნაწილსაც რუსეთი აკონტროლებს, კონტრშეტევაზე გადავიდნენ
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ პოკროვსკში, რომლის ნაწილსაც რუსეთი აკონტროლებს, კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კონტრშეტევით ოპერაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ატარებს. ოპერაციაში მონაწილეობს ავიაციაც. პოკროვსკში მიმდინარე ბრძოლებზე წერს „როიტერსიც.“ სააგენტოს ცნობით, უკრაინამ ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, კვირის დასაწყისში სპეცრაზმი გადასხა. ოპერაციას უშუალოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ მბუდანოვი მეთვალყურეობდა
