გერმანიის მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში არამხოლოდ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ადანაშაულებს
გერმანიის მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში არამხოლოდ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ადანაშაულებს. როგორც ბუნდესტაგის დეპუტატი რენე შპრინგერი წერს, ბად ფრაიენ ვალდეს საზოგადოებრივი წესრიგის ოფისის ხელმძღვანელმა და საარჩევნო კომისიის მოადგილემ საკუთარი ქალაქის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანეს და თანამდებობიდან გადადგნენ. 19 ოქტომბერს გამართულ მერის არჩევნებში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი ფრანკ ფეტელი 12 საარჩევნო ოლქის დათვლის შემდეგ 54.7 პროცენტით ლიდერობდა. საფოსტო ბიულეტენებმა კი ვითარება შეცვალა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კანდიდატის, ულრიკე ჰაიდემანის სასარგებლოდ, რომელმაც საბოლოოდ 51.6 პროცენტით გაიმარჯვა, 160 ხმის სხვაობით. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების მეორე ტურში 400-ზე მეტი საფოსტო ბიულეტენი გაიგზავნა ორჯერ. ზოგიერთ შემთხვევაში კი მოქალაქეებმა ბიულეტენები მათი მოთხოვნის გარეშე მიიღეს. ქალაქის მერის მოადგილემ მომხდარი „ტექნიკურ შეცდომად“ შეაფასა, თუმცა დარღვევებზე დეტალური ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია
