მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 17 წელი შესრულდა
მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 17 წელი შესრულდა. ხონში, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. ხონის პირველი და ვარლამ ძიძიგურის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ გაიმართა. მოზარდებს, სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებული სიმულაციების ცენტრისა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების გარდა, შესაძლებლობა ჰქონდათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებისგან გაწვევის განახლებული პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ
