ხობში, ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში, მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევების ბლოკი გაიხსნა
ხობში, ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში, მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევების ბლოკი გაიხსნა. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რადიოლოგიური კვლევების განყოფილება, საშუალებას იძლევა პაციენტებს კომპიუტერული კვლევები და დიაგნოსტიკა ადგილზე, რეგიონიდან გაუსვლელად ჩაუტარდეთ. პროექტი „აწარმოე საქართველოს" თანადაფინანსებით განხორციელდა. რადიოლოგიური კვლევების ბლოკის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ
