„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო
„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მიხეილ გოგოლიძე საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელებზე და ყვარელში მდებარე გადამტვირთავ სადგურზე იმყოფებოდა. ტერიტორია სრულად შემოღობილია, კონტროლდება და ყოველდღიურად იფარება საიზოლაციო მასალით. კახეთში მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს სამუშაო რესურსი ეწურებათ. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს, რათა დროულად მოხდეს ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობა
