გურჯაანი ველოშეჯიბრის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს
გურჯაანი ველოშეჯიბრის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მონაწილეებმა სტარტი ღვინის კომპანიიდან აიღეს და ლაგოდეხისკენ გაემართნენ. ორი დღის განმავლობაში შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 150-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. მიზანი ველოტურიზმის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ღვინის კულტურის პოპულარიზაციაა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დაესწრნენ
