მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული კი არის უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა 40 ათასმა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს. ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდი უკანონო გარიგებების დამზღვევი მექანიზმი იქნება. შეიქმნება სახელმწიფო შესყიდვების ორგანოც, რაც გულისხმობს ერთიან სისტემას და სახელმწიფო შესყიდვების მართვას გააუმჯობესებს. პრემიერის გეგმაა, საქართველო კორუფციის სიმცირით, მსოფლიოს სამეულში იყო
