რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, პოლიციამ 29 მოქალაქე დააკავა
რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, პოლიციამ 29 მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესი დაარღვიეს. არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი - მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან
