შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 9 თვის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა
ბოლო 9 თვეში გახსნილი დანაშაულების სტატისტიკა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, – 67%-ს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა კი 40 464 ფაქტია. 9 თვეში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა 46,92%-ით არის გაზრდილი. 75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, ასევე, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების მიმართულებითაც. შემცირებულია, განზრახ მკვლელობების რაოდენობა. კლების ტენდენცია ფიქსირდება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტების კუთხით. შემცირებულია სქესობრივი დანაშაულების რაოდენობაც
