ევრონესტის რეზოლუციებში, საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს, მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ
ევრონესტის რეზოლუციებში, საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს, მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პლატფორმა ევროპარლამენტმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟისა და საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის, თავსმოხვევის იარაღად გადააქცია. პირველი კანონმდებელი ევროპარლამენტს მოუწოდებს, პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს
