დონალდ ტრამპმა ნიგერია რელიგიური თავისუფლების დარღვევებში დაადანაშაულ
დონალდ ტრამპმა ნიგერია რელიგიური თავისუფლების დარღვევებში დაადანაშაულა. თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქრისტიანობა ნიგერიაში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. „ათასობით ქრისტიანს კლავენ. რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელნი ამ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე. შეერთებული შტატები უმოქმედოდ ვერ იქნება, სანამ ასეთი სისასტიკე ხდება ნიგერიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ, გვსურს და შეგვიძლია გადავარჩინოთ ქრისტიანული მოსახლეობა მთელ მსოფლიოში“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში
