ტულსი გაბარდი: შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში სხვა ქვეყნებში რეჟიმების შეცვლით იყო დაკავებული
შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში სხვა ქვეყნებში რეჟიმების შეცვლით იყო დაკავებული. ამის შესახებ ბაჰრეინში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განაცხადა. ტულსი გაბარდის თქმით, მცდარი პოლიტიკის გამო შეერთებულმა შტატებმა ტრილიონობით დოლარი და უამრავი სიცოცხლე დაკარგა, შედეგად კი უფრო დიდი საფრთხეები მიიღო
