ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ პოკროვსკში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე წერს
ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ პოკროვსკში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქს რუსული ჯარების მიერ ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრება. „სტრატეგიული ქალაქი, სადაც ომამდე 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რუსული ძალების ხელში ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, რომლებიც ხანგრძლივი შემოვლითი მანევრის შემდეგ ქალაქის შუაგულში იმყოფებიან. ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრება კიდევ ერთ ქალაქს, მირნოგრადს, რომელიც პოკროვსკზეა მიბმული. თუ რუსები ამ ორ ქალაქს ალყაში მოაქცევენ, დღის წესრიგში დადგება უკრაინული ძალების უკან დახევის და თავდაცვითი ხაზის აღდგენის საკითხი,“-ვკითხულობთ სტატიაში. დღეს დილით უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოკროვსკში უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ
