CNN: პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე მწვანე შუქი აუნთო - საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული
პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე მწვანე შუქი აუნთო მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებდა ამერიკის მარაგებზე. ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, ურჩევნია, რაკეტები უკრაინას ჯერჯერობით არ მიაწოდოს, რადგანაც ისინი შეერთებულ შტატებსაც სჭირდება
