რუსთავში, ერთი თვის წინ გახსნილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს
რუსთავში, ერთი თვის წინ გახსნილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი, უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. სტადიონებზე წვრთნებს, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის" ძირითადი და ასაკობრივი ჯგუფები ყოველდღიურად გადიან, აქვე ვარჯიშობს ქალთა საფეხბურთო გუნდიც. ცენტრმა, უკვე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადასაც უმასპინძლა. რუსთავის ახალი საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე, ოლიმპიადის საქალაქო ტურის ფინალური შეხვედრები გაიმართა ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დააჯილდოვა
