ათენში, საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც ბერძნული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობებისა და საინვესტიციო გარემოს გაცნობას ისახავდა მიზნად
ათენში, საქართველო-საბერძნეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც ბერძნული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობებისა და საინვესტიციო გარემოს გაცნობას ისახავდა მიზნად. ფორუმში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ. პანელური დისკუსია მიზნად უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესისათვის ხელსაყრელი და შეღავათიანი რეგულაციების გაცნობას ისახავდა მიზნად, ასევე საქართველოსა და საბერძნეთის ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას
