ამერიკელი კანონმდებელი გერმანიის მთავრობას განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს
წარმომადგენელთა პალატის წევრის ანა პოლინა ლუნას თქმით, გერმანია, რომელიც ირწმუნება რომ ნაციზმს ებრძვის, თავადვე იქცევა საიდუმლო პოლიციასავით. ამერიკელი კანონმდებლის თქმით, გერმანიის ხელისუფლება ინტერნეტში სახუმარო ფოტოს გამოქვეყნების ან პოლიტიკოსის კრიტიკის გამო ხალხს ციხეში სვამს. ანა პოლინა ლუნამ ეს კომენტარები გერმანიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულ ჟურნალისტთან, ნაომი ზაიბთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
