ნიდერლანდების ხელისუფლება სლოვაკეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა სურს
მიზეზი სლოვაკეთის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც მხოლოდ ორი ბიოლოგიური სქესის - ქალისა და მამაკაცის აღიარებას ითვალისწინებს, შვილად აყვანის უფლებას კი მხოლოდ დაქორწინებულ ჰეტეროსექსუალ წყვილს ანიჭებს. ნიდერლანდების პარლამენტის წევრთა თქმით, ეს ცვლილებები ევროპულ კანონდებლობას ეწინააღმდეგება და ლგბტქ ადამიანების უფლებებს ზღუდავს.
