აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში „ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
პროგრამის პირველ ბენეფიციარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს გაესაუბრა. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ომის ვეტერანთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ადაპტაციაა.
