საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქალაქ სამარყანდში გრძელდება
იუნესკოს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. ასევე შეხვდა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულეს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და იუნესკოს შორის თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა ქართული კუთხეც.
