რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დიღმის დროებით იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება
გამოძიება დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებასა და მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს,რომ საქმეში სავარაუდოდ გაბუნიას წინააღმდეგ სხვა დაკავებულის ჩვენება დევს.
