გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავდა
გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ოპოზიციურ პარტიებთან, კონკრეტულად კი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრებს მართავდა, თუმცა შეხვედრების მიზანს არ აკონკრეტებს. კითხვაზე, იქირავა თუ არა მამუკა ხაზარაძისგან პეტერ ფიშერმა ძვირად ღირებული უძრავი ქონება, მერცის მთავრობა პასუხობს, რომ ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თავად მამუკა ხაზარაძემ ეს ფაქტი დაადასტურა. გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ინტერესის საგანი იყო საქართველოში გერმანული ფულის შემოდინება და გერმანიის ელჩის ქმედებები. გერმანიაში არ უარყოფენ, რომ მერცის მთავრობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა, თუმცა კონკრეტულად რომელს, არ ასაჯაროებენ.
