საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
განკარგულებას, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულების თანახმად, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის.
