დღეს ბადრი პატარკაციშვილს 70 წელი შეუსრულდებოდა
ის იყო „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი. „ტელეიმედი“ ბიზნესმენს 2007 წელს, დარბევის შემდეგ წაართვეს და პატარკაციშვილების ოჯახს მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნდა. ოფიციალური ვერსიით, პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა, თუმცა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე წლების წინ ფარული ჩანაწერები გაავრცელა და კუდის ოთხ ყოფილ ჩინოსანს ბრალი წარუდგინა.
