კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, უსაფრთხოების მიზნით, სამხედრო ბაზებზე საცხოვრებლად გადასვლა დაიწყეს
ინფორმაციას გამოცემა „ატლანტიკი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კირკის მკვლელობა და ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე აქტიური საპროტესტო აქციები, ასევე მუქარა ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახების მიმართ, სამხედრო ბაზებზე ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადასვლის მიზეზი გახდა.
