გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდა
დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდებს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებებს, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების პოლიტიკას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, გარემოს დაცვითი განათლების მნიშვნელობას.
