სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს
დაკავებულებს შორის არიან - განის, ერაყის, პაკისტანის, ჩინეთის, იემენის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
