გერმანიის ფედერალური მთავრობა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს
მთავარი ოპოზიციური პარტიის ინტერესის საგანი იყო საქართველოში გერმანული ფულის შემოდინება და გერმანიის ელჩის ქმედებები. გერმანიაში არ უარყოფენ, რომ მთავრობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა, თუმცა არ ასაჯაროებენ კონკრეტული ენჯეოების სახელებს, ასევე ადასტურებენ იმასაც, რომ გერმანიის ელჩი ოპოზიციურ პარტიებთან, კონკრეტულად კი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრებს მართავდა, შეხვედრების მიზანი კი, გერმანიის მთავრობის თქმით, კონფიდენციალურია. კითხვაზე, იქირავა თუ არა მამუკა ხაზარაძისგან პეტერ ფიშერმა ძვირად ღირებული უძრავი ქონება, მერცის მთავრობა პასუხობს, რომ ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თავად მამუკა ხაზარაძემ ფაქტი დაადასტურა და დაკისრებული ჯარიმაც გადაიხადა, მერცის მთავრობა ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩს სახლი ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან არ დაუქირავებია.
