მუზეუმების ძარცვის საქმე
ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი შვიდი ადამიანი დაკავებულია. მათგან სამი იმ ოთხ მძარცველს შორის იყო, რომლებმაც უშუალოდ შეაღწიეს ლუვრის გალერეა აპოლოში და სამეფო კოლექციიდან სამკაულები მოიპარეს. პარიზის გახმაურებული ძარცვის შემდეგ ცნობილი ხდება კიდევ ერთი, ამჯერად ამერიკის, „კალიფორნიის ოკლენდის მუზეუმის“ ძარცვის შესახებ. მოპარულია ათასზე მეტი ექსპონატი. მძარცველთა ვინაობა და რაოდენობა უცნობია
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
